"დავანგრევ და გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას" - ტრამპის სკანდალური განცხადება

ეს პერსონა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter გვეერდზე წერს, რომ თურქეთის მხრიდან მისთვის არასასურველი რამის გაკეთების შემთხვევაში დაანგრევს და გაანადგურებს თურქეთის ეკონომიკას.

"როგორც ადრე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ თურქეთი გააკეთებს რაიმე, რომელზეც მე, ჩემი დიდი გამოცდილებით, ჩავთვლი რომ არ დაემთხვევა საღ აზრს, ჩათვალეთ რომ ავკრძალავ, სრულიად დავაგრევ და გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას (ადრეც მაქვს გაკეთებული!). მათ ევროპელებთან ერთად ყურადრება უნდა მიაქციონ  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დატყვევებულ მებრძოლებს და მათ ოჯახებს. ამერიკამ გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ვინმე ამას წარმოიდგენდა, მათ შორისაა ისლამური სახალიფოს 100% დაკავება. ახლა დროა, რეგიონის სხვა წევრებისთვის, რომლებსაც უზარმაზარი ქონება აქვთ, დაიცვან თავიანთი ტერიტორია. აშშ დიდებულია“ - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top