სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ თამთა თოდაძის საქმეზე საგამოძიებო უწყებებიდან შაბლონურ და ბლანკეტურ პასუხს არ მიიღებს

ეს პერსონა

სახალხო დამცველმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ისაუბრა. ლომჯარის თქმით თოდაძის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით რამდენიმე დღის წინ მიმართა სამართალდამცავ უწყებას და ამ დრომდე ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მიუღია. 

"როგორც წესი, როდესაც საქმე ეხება ქალის წინააღმდეგ მიმათულ ძალადობრივ დანაშაულს, ძალიან კარგი თანამშრომლობა ჩვენ გვქონდა ყოველთვის შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტთან და ის ყოველთვის გვაძლევდა მასალებზე წვდომას და ჩვენ არ შეგვქმნია პრობლემა. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება წვდომა მასალებზე.

ჩვენ როგორც კი მივიღეთ შეტყობინება, იმავე დღეს მშობელმა დარეკა და ჩვენ უკვე მეორე დღეს გამოვითხოვეთ იფნორმაცია, ამ წუთას ინფორმაცია არ გვაქვს მიღებული, თუმცა ალბათ, მივიღებთ უახლოეს დღეებში. ჯერ-ჯერობით ვადები დარღეულია არ არის, მაგრამ მთავარია, რას მივიღებთ. ეს არ უნდა იყოს ბლანკეტური, შაბლონური პასუხი და ეს უნდა იყოს ისეთივე თანამშრომლობა როგორიც ჩვენ გვაქვს სხვა საქმეებთან მიმართებით და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა" - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ". 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top