ნინო ლომჯარია: მსხვერპლის წარმოჩენა ისე ხდება, თითოქოს, ის [თამთა თოდაძე] მანიპულატორი, თაღლითი და გამომწვევია

ეს პერსონა

ნინო ლომჯარიამ პირველი არხის პირდაპირ ეთერში თამთა თოდაძის საქმეზე საუბრის დროს თქვა, რომ როდესაც ბრალდება პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ არის, პროცესში პოლიტიკური აქტორებიც ერთვებიან და პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდანაც სავარაუდო მსხვერპლის მიმართ არაეთიკური განცხადებები მოდის.

„რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებთ სოციალურ ქსელში როგორი მაკომპრომეტირებელი კამპანია დაიწყო გოგონას წინააღმდეგ და ესეც არის ძალიან დამახასიათებელი სამწუხაროდ, საქართველოსთვის, თუ ბევრი სხვა ქვეყნისთვის, როდესაც სავარაუდო მსხვერპლის წარმოჩენა ხდება, თითქოს, ის მანიპულატორია, თაღლითი, გამომწვევი და ა.შ. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ისმის ხოლმე, არის – რა ეცვა მსხვერპლს, როგორ გამოიყურებოდა. თითქოს აი ამით სურთ, გაამახვილონ ყურადღება იმაზე ხომ არ იქცეოდა გამომწვევად მსხვერპლი. და ესეც ძალიან სტერეოტიპული და არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თოდაძეს დეპუტატის თანაშემწის პოზიცია ეკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top