იწყება ახალი პროექტი "ბათუმის ახალი სიცოცხლე", რომლის ღირებულება 60 მლნ ევროს შეადგენს

ეს პერსონა

ბათუმის მერია და აჭარის ა.რ. მთავრობა იწყებს ახალი პროექტის "ბათუმის ახალი სიცოცხლე" განხორციელებას. პროექტი 2020 წელს დიწყება და 5 წელიწადში უნდა დასრულდეს. მისი მთლიანი ბიუჯეტი 60 მლნ ევროს შეადგენს. 

"მინდა მივულოცო ჩემს ქალაქს, განსაკუთრებით კი, ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, მეჯინისწყლის, დაბა ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს. დღეს ხელი მოეწერა ისტორიულ პროექტს, რომლის ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში შემოერთებულ ტერიტორიებზე სრულად მოეწყობა წყლისა და წყალარინების სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დანაპირები - შემოერთებული ტერიტორიების სწრაფი ურბანიზაცია, რომელსაც დღეს ხორცი შეესხა", - ამბობს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

პროექტი KfW-ის დაფინანსებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top