დღეს პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

ეს პერსონა

"საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ პროექტს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. სხდომაზე ასევე, განიხილავენ დოკუმენტს "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისათვის". ბოლოს კი დრო საქართველოს მთავრობის მოხსენებას "საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" დაეთმობა.

გარდა ამისა ბიუჯეტის პროექტზე დღესვე ოთხ საპარლამენტო კომიტეტზე იმსჯელებენ.

ხოლო, კომიტეტების ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ იურიდიული საკითხთა კომიტეტი განაგრძობს სხდომას და განიხილავს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top