ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნის 2 წელი ერთ თვეში უსრულდება

ეს პერსონა

ერთ თვეში 2 წელი გახდება, რაც სახალხო დამცველის პოზიციას ნინო ლომჯარია იკავებს. ლომჯარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში მისი მოღვაწეობის განმავლობაში ყველაზე მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაზე რთულად გასაკეთებელი არის იყო ყველასთვის მისაღები და მოსაწონი.

"ყველაზე რთული არის საზოგადოებაში, რომელიც არის პოლიტიკურად პოლარიზებული და რადიკალიზებული, იყო ყველასთვის მისაღები და მოსაწონი. სხვადასხვა მოლოდინები არის და სახალხო დამცველისთვის ალბათ რთული არის, რომ ეს ობიექტურობისა და დასაბუთებულობის სტანდარტი არ დაწიო. ხშირად არის მოლოდინი, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან მკვახე შეფასებები გააკეთო მაშინ, როდესაც შენ გაქვს შენი სტანდარტი, რომ შენ რასაც იტყვი ეს უნდა იყოს გამოკვლეული, დასაბუთებული და ამას ცოტა მეტი დრო სჭრიდება ვიდრე, შეიძლება პოლიტიკოსებმა, სხვა პირებმა მისცენ თავს უფლება. ალბათ ეს არის ყველზე რთული" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ". 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top