საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გერმანიის პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები მიიღო

ეს პერსონა

ილია II ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და გერმანიის პრეზიდენტის შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

"თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ყველაზე დიდი და მტკივნეული ჩვენთვის მაინც არის ტერიტორიული მთლიანობის  საკითხი. საქართველოს 20% მიტაცებული არის სხვა ქვეყნის მიერ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აწევს ეს თემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა აღნიშნული პრობლემა სამართლიანად გადაწყდეს. ჩემი აზრით, სამხედრო ბაზები უნდა იყოს აღებული ამ ტერიტორიიდან. მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ არსებული ვითარების ადგილიდან დაძვრა" - განაცხადა შეხვედრაზე ილია II-მ.

თავის მხრივ კი გერმანიის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ როდესაც საქართველოზე საუბრობს არ შეიძლება არ ისაუბროს იმ დიდ პრობლემასა და გაოწვევაზე, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ოკუპაციას ეხება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top