გერმანიის პრეზიდენტი დღეს კონმფლიქტის პირა სოფლებს ესტუმრება

ეს პერსონა

გერმანიის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად დღეს კონმფლიქტის პირა სოფლებს ესტუმრება. ადმინისტრაციულ საზღვართან ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დახვდებიან.

გერმანიის პრეზიდენტის თქმით დიპლომატიური გზით კონფლიქტის მოგვარების პროცესში რუსეთის აქტიური ჩართულობა გარდაუვალია.

"როდესაც 2008 წელს პრველად ვიმყოფებოდი საქართველოში, ივლსის ბოლოს, მაშინ გვიდნოდა მოგვეძებნა გამოსავალი, რომ ეს არ გადაზრდილიყო კონფლიქტში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მაშინ ვერ შევძელით. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ეძებს გამოსვალას დიპლომატიური გზით ამ კონფლიქტის გადასაჭრელად. რა თქმა უნდა, აქ ჩართული უნდა იყოს მეორე მხარე და აქ რუსეთის აქტიური ჩართულობა გარდაუვალია. ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა საზღვრების ხელახლა გავლება და კონტროლი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც ორივე მხარეს ცხოვრობენ" - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top