„ვაშინგტონ თაიმსი“: გახარიას რთული გზა ელის წინ, მას ამ გზის გავლის უნარი აქვს

ეს პერსონა

 „ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ვეს მარტინი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელობას მიმოიხილავს და ასევე, პოზიტიურად აფასებს ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას  როლს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

"ახალ თანამდებობაზე ბატონი გახარია შთამბეჭდავი ბიოგრაფიით მოვიდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ბიზნესში, მათ შორის ავიაკომპანია ლუფტჰანზაში, ხოლო შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში და დაინიშნა ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე. შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ასევე ეკონომიკის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იგი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს რეფორმების განხორციელებას ანგარიშვალდებულების, ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მიზნით.

მისმა წარმატებულმა საქმიანობამ ეკონომიკის სექტორში მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ბოლო ინდექსში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ხელისუფლების ეფექტიანობის და კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას ბატონმა გახარიამ თავის კომენტარებში ასევე მოუწოდა არსებული ფორმატების „ჭკვიანურად და რაციონალურად“ გამოყენებისკენ რუსეთთან ურთიერთობებში და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებაში. ბატონი გახარია აცნობიერებს, რომ ღია სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მას ასევე ახსოვს, რომ სამხედრო ინტერვენციას რუსეთის მხრიდან წინ უძღვოდა კიბერშეტევა, რომელმაც გაანეიტრალა საქართველოს მთავრობა და ფინანსური ინტიტუტები.

ბატონ გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე. რუსეთი წარმოადგენს უმთავრეს, თუმცა არა ერთადერთ პრობლემას უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მდგომარეობა რეგიონში არ შეიცვალა, მხოლოდ დროის საკითხია, რომ აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებმა რეგიონში ყურადღება საქართველოზე გადაიტანონ.

1400-ზე მეტი წლის განმავლობაში საქართველომ გამოზარდა დიდი ლიდერები, რომლებმაც ერთ მუშტად კრავდნენ ქვეყანას და კრიტიკულ მომენტში ამარცხებდნენ მტერს. იმავე დროის განმავლობაში საქართველოს გადატანილი აქვს შიდა დაპირისპირებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. დღესაც შიდა ბრძოლა დომინირებს ქართულ პოლიტიკაში და ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ბატონ გახარიას რთული გზა ელის წინ. მას ამ გზის გავლის უნარი შესწევს, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ამისთვის მას თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა სჭირდება“, - ნათქვამია სტატიაში.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top