კახა კალაძე: არასწორია ინფორმაცია თითქოს 27,000 ტაქსის მძღოლი დარჩა უმუშევარი

ეს პერსონა

ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს 27,000 ტაქსის მძღოლი დარჩა უმუშევარი. ეს არის, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია, - ამის შესახებ თბილსის მერმა კახა კალაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. კალაძემ ტაქსების რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ამ რეფორმისაგან მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ამ სფეროში სტაბილური დასაქმების ბაზრის განვითარებას და ქალაქის ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას ელიან.

"სტანდარტები, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არის მძიმე სოციალური მდგომარეობა და ეს არის ის ფენა, შეიძლება ითქვა, მართლა უჭირთ ამ ადამიანებს, გამოსულები არიან 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. შესაბამისად აქაც, იმის გამო, რომ ეს ტვირთი მათ არ დაწოლოდათ, ჩვენ ავიღეთ საკუთარ თავზე და ისე გავაკეთეთ, რომ ბიუჯეტსაც არ დაწოლია.

ბოლო დღეების განმავლობაში, შეიძლება მიზანმიმართულად, შეიძლება ჩვენ დავაკელით ინფორმაციის გავრცელება, ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს 27,000 ტაქსის მძღოლი დარჩა უმუშევარი. ეს არის, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი. დეტალურად ყველა მონაცემი გვაქვს ელექტონულად აღრიცხული. 27,000-მდე იყო დაფიქსირებული ლიცენზიის მქონე ადამიანი, აქედან ოცდაათმა პროცენტმა ელემენტარული ტექდათვალიერება ვერ გაიარა. ეს ტაქსის რეფორმასთან არ არის კავშირში, კანონით არის განსაზღვრული.ნ ჩვენ ხომ ყველას გვაწუხებს რა პრობლემა გვაქვს ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით." - განაცხადა კალაძემ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top