კალაძე ჯიშკარიანზე: გამოვრიცხავ, რომ ვინმეს მხრიდან მოხდეს საქმის მიჩქმალვა

ეს პერსონა

გამოვრიცხავ, რომ ვინმეს მხრიდან მოხდეს საქმის მიჩქმალვა, ან ხელის დაფარება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  ტელეკომპანია გადაცემა „რეაქცია“-ში განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქმეში გამოიკვეთა ილია ჯიშკარიანის ბრალეულობა, მან კანონის წინაშე პასუხი აუცილებლად  უნდა აგოს.

„სრულიად გულწრფელი მინდა ვიყო და აქ პარტიულ ხაზს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იგივე დამოკიდებულება მექნებოდა, „გირჩის“, „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ რომელიმე პარტიის წევრზე. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. როდესაც საქმე ეხება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულს, მაშინვე ამოდის უდანაშაულობის პრეზუმციის საკითხი. ამიტომ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. თუ ილია ჯიშკარიანს აქვს ასეთი მძიმე დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

გამოვრიცხავ, რომ ვინმეს მხრიდან მოხდეს საქმის მიჩქმალვა, ან ხელის დაფარება. ისეთ თემაზე და საკითხზეა საუბარი, რომ აუცილებლად ყველაფერი უნდა გაირკვეს და ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის.“- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატი და საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top