ეროვნულ მუზეუმში კაპიტოლიუმში დაცული მოზაიკის ნიმუშები გამოიფინება

ეს პერსონა

10 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან"გაიხსნება. დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ საერთაშორისო მასშტაბის არქეოლოგიური გამოფენა იხილონ.

კაპიტოლიუმის მუზეუმებში დაცული მოზაიკა, რომელიც თბილისში წარდგება, რომის წარსულის ხელშესახები კვალი და მემკვიდრეობის ნაწილია. მოზაიკის თითოეული ფილა ანტიკურ ხანას ასახავს. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რომში აღმოჩენილი 21 მოზაიკა, რომლებიც ძვ.წ.აღ-ის II – ახ.წ.აღ-ის IV საუკუნეებით თარიღდება. ნამუშევრები ასახავს მოზაიკის ტექნიკის განვითარების ეტაპებს და ოსტატების შემოქმედებით თუ საშემსრულებლო უნარებს.

გამოფენა იმართება იტალიური კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top