თამარ ზამბახიძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს 8 საათის განმავლობაში უსმენდნენ

ეს პერსონა

დღეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ზამბახიძეს დეპუტატები 8 საათის განმავლობაში უსმენდნენ. კანდიდადის მიმართ 50-ზე მეტი კითხვა დაისვა. საკითხები ეხებოდა, როგორც პროფესიულ, ასევე პოლიტიკურ სპეციფიკას. ზამბახიძე პოლიტიკური პოზიციის გამოხატვას მოერიდა და ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლა.

"გამოხატვის თავისუფლება ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული და მე მართლმსაჯულებას ვახორციელებ დამოუკიდებლად." - განაცხადა ზამბახიძემ.

ფრაქცია ევროპულმა საქართველომ საუბარი პეტრიაშვილზე მდებარე ქარხნის თემით დაიწყო, ეს არის საქმე, რომელიც უზენაესმა მეორე ინსტანციას დაუბრუნა. 

სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის, - ეს კიდევ ერთი თემაა, რომლითაც "ევროპული საქართველო" დაინტერესდა.

კითხვები ჰქონდათ უმრავლესობის წევრებსაც. დღეს მოსამართლეობის კანდიდატს მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top