ბათუმში კომპანია "მაქსიმის" მძღოლები ტარიფის მომატებას ითხოვენ

ეს პერსონა

ბათუმში, ტაქსის კომპანია "მაქსიმის" მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები კომპანიას ტარიფების გაზრდას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების სერიებს აანონსებენ.

"ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრები მაქსიმუმ 2 ლარად გადაგვყავს. ამ ფასად მანქანებს ძლივს ვინახავთ. საწვავიც გაძვირდა. ოჯახები გვყავს სარჩენი, ვითხოვთ ან გაზარდონ ტარიფები ან კომპანია თვითონ მოიკლოს და მეტი გადაგვიხადოს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომპანიაში მძღოლების მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აღნიშნული კომპანიის მძღოლები საპროტესტო აქციებს მართავენ. 

წყარო: info9
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top