ფინანსურ ორგანიზაციებს მომხმარებელზე ზეწოლა, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა ეკრძალებათ

ეს პერსონა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა. პროექტში მკაცრად გაიწერა, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა ეკრძალებათ.

რეგულაცია შეეხება ვადაგადაცილებული სესხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებასაც. დაუშვებელია სარგებლის მიღების მიზნით მომხმარებლის მოტყუება და მუქარა.  

"იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს ან არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ან მასზე არაეთიკური ქცევით ან სიტყვიერად ახდენდნენ ზეწოლას და გვინდა, რომ ეს პროცესი მოვაწესრიგოთ და უფრო საქმიანი გავხადოთ", - თქვა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა. 

არსებული ეთიკის კოდექსის დარღვევა სანქციებს ითვალისწინებს. 

პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, რომელსაც მიმართავენ ადამიანები, რომელთა პერსონალური მონაცემებიც სხვა პირზე გაიცემა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top