საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები ახლა "რუსთავი 2" უჩივიან

ეს პერსონა

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ახლა უკვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სგან ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპანიის გაკოტრება 2016 წელს "რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულმა ტენდენციურმა სიუჟეტებმა გამოიწვიეს, სადაც საფინანსო კომპანია "ფინანსურ პირამიდად" იყო მოხსენიებული. როგორც დაზარალებულების ადვოკატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ სიუჟეტების გამო, კომპანიის შეშინებულმა მეანაბრეებმა თანხების უკან გატანა დაიწყეს, რამაც კომპანიის გაკოტრება გამოიწვია და მეანაბრეთა ნაწილმა არა თუ მოგება, ძირი თანხაც კი დაკარგა. 

სარჩელი სასამართლოში უკვე შესულია და 900-მდე დაზარალებული ელის, რომ "რუსთავი 2"-ს მაინც გადაახდევინებენ თანხას, რომელიც საფინანსო კომპანია საქართველოს ანდეს. მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში დაზარალებულთა სარჩელს, ჯერ უცნობია. "რუსთავი 2"-ში კი სულაც არ ნერვიულობენ. კომპანის იურისტმა თამთა მურადაშვილმა კარგად იცის, რომ ასეთ ტიპის სარჩელის ხანდაზმლობის ვადა უკვე გაშვებულია. ასე რომ, მეანაბრეებს ისევ იმედგაცრუება ელით. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top