მე ბევრ ისეთ ადამიანთან ვმეგობრობ, ვინც ჩემ რწმენას არ იზიარებს - ელენ დეჯენერესი

ეს პერსონა

ცნობილმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა, გამოხმაურებებს უპასუხა. ჯენერესი გააკრიტიკეს, იმის გამო, რომ მეგობრობს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩზე ისინი ერთად დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას, რის გამოც უმცირესობის ანტიპატიაც მოიპოვა. კრიტიკა დაიმსახურა ელენმაც, რადგან ის თავად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია. წამყვანი პრინციპების ღალატსა და ორმაგი სტანდარტების ქონაში დაადანაშაულეს.  თუმცა, მან განმარტება გააკეთა და აღნიშნა: " მე ბევრ ისეთ ადამიანთან ვმეგობრობ, ვინც ჩემ რწმენას არ იზიარებს. დიახ, ჯორჯ ბუში ჩემი მეგობარია."

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top