შესაძლოა 2025-ში საქართველოში 8 მლნ ტურისტი ჩამოვიდეს

ეს პერსონა

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზის მიხედვით, 2025 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა - 12 მილიონს, ტურისტების რაოდენობა კი, 8 მილიონს მიაღწევს. ტურისტული სექტორის განვითარების, ერთ-ერთ მიზეზად გაუმჯობესებული საჰაერო მიმოსვლა დასახელდა. 

ტურიზმის სექტორის კვლევის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში 7,2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი, 4,8 მილიონი შეადგინა.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა - 7,6 მილიონამდე, ტურისტების რაოდენობა კი, 5 მილიონამდე გაიზრდება.

ორივე მიმართულებით ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. 2020 წლის პროგნოზის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 8,1 მილიონს, ტურისტების რაოდენობა კი, 5,3 მილიონს მიაღწევს.

2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით კი, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა - 12,2 მილიონს, ტურისტების რაოდენობა კი, 8,1 მილიონს გაუტოლდება.

წყარო: Business Media Georgia
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top