2019 წლის პროგნოზი მეღვინეობისთვის

ეს პერსონა

ამერიკული ბიზნეს პორტალმა Bloomberg-მა სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლების, რეგიონებისა და მხარეების მიერ წელს მიღებული მოსავალი წარმოგვიდგინა. 


Napa Valley, კალიფორნია, აშშ
”თითქმის სრულყოფილი მოსავალია. კარგი კოლექციაა შესანიშნავი სტრუქტურის მქონე ღვინოების დასამზადებლად’’, - განუცხადა Bloomberg-ს კალიფორნიაში Napa Valley-ეს ვენახების მეპატრონემ დენ პეტროსკიმ. მისივე თქმით, ზაფხულის თბილმა პერიოდმა, რომელიც აგრილებამ და წვიმამ შეცვალა, ვენახისთვის იდეალური პირობები შექმნა. კალიფორნიაში თეთრი ღვინოები უკვე წარმოებაშია, ხოლო კაბერნე სოვინიონის (Cabernet Sauvignon) ყურძენს ახლა იღებენ.


საფრანგეთი 
"ბურგუნდიაში წითელი ჯიშის კარგი ყურძნის მოსავლიანობაა გაზრდილი, წელს კი, წითელი ღვინოები წინა წლებთან შედარებით ოდნავ უფრო ალკოჰოლური იქნება", - გვაფრთხილებენ Bloomberg–ის რესპოდენტები. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადი მოსავალი აპრილის ყინვების გამო შედარებით მცირეა. როგორც ფრანგული Le Serbet-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ზოგიერთ ვენახში - 50-60% -ით ნაკლებ ყურძენს იღებენ, ვიდრე - შარშან. ბიზნეს პორტალის ცნობით, უფრო მცირე მოცულობით წარმოებული ღვინის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს.

ტოსკანი, იტალია

ადგილობრივი მწარმოებლები თვლიან, რომ წელი კარგი იყო, თუმცა წარმოება 10%-15% -ით შემცირდება. როგორც Bloomberg აღნიშნავს, მიზეზი არამარტო ამინდი, არამედ Chianti-ის ჯიშზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მოთხოვნის შემცირებაა. ეს ქვეყნები კი, იტალიური ღვინისთვის ორი უდიდესი ბაზარია.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top