კურტ ვოლკერმა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა

ეს პერსონა

უკრაინის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიც დატოვა.  აღნიშნულია, რომ ვოლკერმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოძიებასთან და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს ინსტიტუტის საქმიანობაზე გავლენა არ მოეხდინა.

"გასული შვიდნახევარი წლის განმავლობაში, მე აქტიურად ვმუშაობდი სინდი მაკკეინთან, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრებთან და გუნდთან ერთად იმისათვის, რომ აგვეშენებინა ინსტიტუტი, რომლის საქმიანობაც მიეძღვნებოდა პიროვნული ლიდერობის განვითარებასა და რეალურ სამყაროში სხვადასხვა საკითხზე ცვლილებების მიღწევას", - წერია ვოლკერის განცხდებაში 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top