გიორგი წურწუმიას თვითმკვლელობის საქმეზე ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს ბრალი წაუყენეს

ეს პერსონა

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა. 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. 

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 8 ოქტომბერს, ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წურწუმია ციხეში გარდაცვლილი ნახეს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულმა გიორგი წურწუმიამ ქუთაისის ციხეში თავი მოიკლა

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top