"მოხარული ვარ რომ დღეს ქართლის დედა მოგვესალმება ღვინით და არა ხმლით" - თურქული კომპანიის დირექტორი

ეს პერსონა

თბილისში, დედაქალაქის მერმა და თურქული კომპანიის ISUZU (ANADOLU)-ს დირექტორმა ახალი 8-მეტრიანი 60 ავტობუსის პრეზენტაცია გამართეს.

"დიდი პატივია ვიმყოფებოდე ავტობუსების გადაცემის ცერემონიაზე. ბატონ კახა კალაძეს გადავცემ  დიდ მადლობას "ანადოლუს ჯგუფის" სახელით, იმ ყურადღებისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც ჩვენ მოგვცა, რომ მოვმსახურებოდით თბილისს. მოხარული ვარ რომ დღეს ქართლის დედა მოგვესალმება ღვინით და არა ხმლით. ყოველთვის როცა აქ ვიმყოფები თბილისში, ვგრძნობ იმ ძლიერ ფესვს კავკასიელი ერებისა და იმ დიდ მეგობრობას, რომელიც არსებობს თურქ და ქართველ ხალხს შორის" - განაცხადა "ISUZU ANADOLU"-ს დირექტორმა პრეზენტაციაზე.

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top