ორხევში ნათლიამ ნათლული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

ეს პერსონა

ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, მუხაძის ქუჩაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა. ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

     

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top