შალვა თადუმაძე განმარტავს, როგორ ჩააბარა 1993 წელს უმაღლეს სასწავლებელში რომელიც 1994 წელს დაარსდა

ეს პერსონა

გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე განმარტავს, როგორ ჩააბარა კონკრეტულ ინსტიტუტში 1993 წელს, როცა თავად უმაღლესი სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა.

შესაბამის საკითხზე თადუმაძეს შეკითხვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაუსვეს, სადაც მას, როგორც მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ.

„1994 წელს ჩავაბარე ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1998-ში, თუმცა 1997 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა და ვინაიდან ჩემი პროგრამა 5-წლიანი იყო და მე ექსტერნატის ფორმით ჩავაბარე გამოცდები, ინსტიტუტში სწავლის ხანგრძლივობად მიუთითეს 1993 -98 წლები“, - განაცხადა თადუმაძემ.

რაც შეეხება სასწავლებლის იურიდიულ სახელწოდებას, რასთანაც ასევე არსებობს კითხვები, თადუმაძე ამბობს, რომ მისი სწავლის პერიოდში ინსტიტუტი იმ სახელწოდებით ოპერირებდა, რაც დიპლომშია მითითებული.

„ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი - ეს არის მითითებული. მე დავამთავრე ის 1998 -ში. საგადასახადოში რა ერქვა არ ვიცი, მაგრამ ბეჭდებზე და იმ დიპლომზე, რომელსაც თავისი სარეგისტრაციო ნომერი გააჩნია, ყველგან ესაა მითითებული. სარეგისტრაციო სახელი სხვაა და საწარმოო სახელი სხვა,“ - განაცხადა თადუმაძემ.

ცნობისთვის, ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში საუბარია შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შეუსაბამობაზე კანონის მოთხოვნასთან.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top