დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ეს პერსონა

რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს- გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, დავით მიროტაძეს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.ბრალდების მხარის  განცხადებით, დაკავებულებს საზღვარგარეთ კავშირები აქვთ, რის გამოც, ისინი შესაძლოა, მიმალულიყვნენ. პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ  გამოძებას ამ დრომდე მკვლელობის იარაღი არ ამოუღია და ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რასაც შესაძლოა ბრალდებულებმა ხელი შეუშალონ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. გეთაშვილის ადვოკატმა,  მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top