ონის მუნიციპალიტეტში დაკარგული ტურისტები მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს

ეს პერსონა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „112“-ში შევიდა  შეტყობინება, რომ ონის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში მყოფ 2 ტურისტს, სავარაუდოდ, გზა აებნა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა დაუყონებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ საქართველოსა და ავსტრიის დაკარგული მოქალაქეები იპოვეს. ისინი მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top