"რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე" - მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს

ეს პერსონა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ტაქსების რეფორმის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით შედგა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იგეგმება რეფორმის მესამე ეტაპიც. მისივე თქმით, ეს ეტაპი ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე იქნება მორგებული.

„როგორც იცით, არსებობს ტაქსის ორი კატეგორია - A და B. დღეის მდგომარეობით, A კატეგორიაში, დაახლოებით, 7700 ლიცენზიაა გაცემული, ხოლო B-ში - 8800. ეს არის რეფორმის მხოლოდ ორი ეტაპი, რომელთაგან მეორე მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ამ რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე. რაც შეეხება მესამე ეტაპს, რა მოთხოვნები იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას, რომ მათ ჰქონდეთ დრო და შესაძლებლობა, რომ რეფორმისთვის მოემზადონ.
 
ვიზუალური სტანდარტის შექმნა და მასთან შესაბამისობაში ავტომანქანების მოყვანა მოვახერხეთ ისე, რომ ეს ფინანსურ ტვირთად არ დასწოლია ტაქსის მფლობელებს. ჩვენ შევქმენით უფასო ვაუჩერული სისტემა და ამ სისტემამ ძალიან კარგად იმუშავა.  მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნებართვა, რომელიც ტაქსის მძღოლებს გააჩნიათ, არ იყოს უბრალოდ ფურცელი. გარწმუნებთ, ეს იქნება მათთვის ღირებული და ვფიქრობ, რომ რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მოწესრიგებას ქალაქში. ასევე, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჯერ გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც პროექტის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. ეტაპობრივად, ცენტრალურ უბნებშიც გადავალთ და ანალოგიურ მიდგომებს იქაც შემოვიღებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top