ორბელიანების სასახლის ავეჯით აღჭურვილი ისტორიული ნაწილი საზოგადოებისათვის ღია იქნება

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ავეჯის შესყიდვის პროცედურები რამდენიმე თვის წინ დასრულდა. 

",,ავეჯი, რომელიც შევიძინეთ განკუთვნილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს პრეზიდენტის პირად სამუშაო სივრცეს, აქ საერთაშორისო ვიზიტებისას ხდება მაღალი რანგის სტუმრების მიღება. ორბელიანების სასახლე აღიჭურვა ინვენტარით, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელი იყო მსგავსი ტიპის შენობებისთვის საქართველოში და ემსახურებოდა ორბელიანების სასახლის ისტორიული იერსახის აღდგენას."-აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.

კოტე ნაცვლიშვილის თქმით, ავეჯისა და ინვენტარის შესასყიდად გამოყოფილი იყო 1 200 000 ლარი, საიდანაც 80 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდა 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top