ილია ჯიშკარიანი: ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო

ეს პერსონა

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც  სექსუალურ და ფიზიკური ძალადობაში ადანაშაულებენ  "ინტერპრესნიუსთან" პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც აღმოჩნდა ჯიშკარიანი არ ელოდა ბრალის წარდგენას და მისთვის ეს შოკიმომგვრელიც კი იყო. დეპუტატის განცხადებით, ის სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას იწყებს.

"კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top