მსოფლიოს წარმატებული ადამიანები, რომლებსაც დიპლომი არ აქვთ

ეს პერსონა

უდიპლომო წარმტებულ ადამიანებს შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, სპორტსმენები, ბიზნესმენები და მწერლებიც კი.

Windows-ის უკანასკნელი ვერსია, რომელიც დესკტოპზე გიყენიათ, იმ ადამიანების მიერ არის გამოგონილი, რომლებსაც უნივერსიტეტი არასდროს დაუმთავრებიათ.

სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის შესახებ უმეტესობამ იცის, თუმცა არ იცის, რომ მათ მნიშვნელოვან წარმატებას უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე მიაღწიეს.

სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის დამაარსებელმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მარკ ცუკერბერგამა ჰარვარდის უნივერსიტეტი სწორედ იმისთვის მიატოვა რომ Facebook-ის თანადამფუძნებელი გამხდარიყო. მარკ ცუკერბერგი  Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი 2013 წლის აპრილში გახდა და 2014 წლის ივლისის მონაცემებით, მისი პირადი ბიუჯეტი 33,1 მილიარდ დოლარს ითვლიდა. თუმცა ფილანთროფისტი ახლა ხელფასის სახით მხოლოდ 1 დოლარს იღებს.

მარკ ცუკერბერგი

ბრედ პიტი ახლა ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო თავისი კარიერული გზა რომ არ შეეცვალა და მისურის უნივერსიტეტი დიპლომის აღებამდე არ მიეტოვებინა.

ბრედ პიტი 

ელენ დეჯენერესმა გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი მისთვის არ იყო, უმაღლესი განათლების მიეღებას თავი პირველი სემესტრის დასრულებისთანავე დაანება და ახალი ორლენის უნივერსიტეტიდან გამოვიდა. ამის ნაცვლად ელენმა სწორი მომენტი დაიჭირა და კომედიურ მონოლოგებში მოსინჯა საკუთარი თავი, რის შედეგადაც 1986 წელს ის The Tonight Show-ში გამოჩნდა.

ელენ დეჯენერესმა

ჯორჯ კლუნიმ თავის დროზე არჩევანი ჟურნალისტიკაზე შეაჩერა და კენტუკის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა იქ დიდხანს არ გაჩერებულა და სასწავლებლად ცინცინატის უნივერსიტეტში გადავიდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა თავის ოცნებას გაჰყოლოდა და მსახიობი გამხდარიყო, ამიტომ დღეს მსოფლიოშის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ადამიანი უმაღლესი განათლების დიპლომის გარეშე დარჩა.

ჯორჯ კლუნი

სკლის დასრულების შემდეგ კენი ვესტმა ხელოვნების ჩიკაგოს ამერიკულ უნივერსიტეტში სასწავლებლად 1997 წელს სტიპენდია მიიღო და ხატვის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ სასწავლებლად ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდა. დიდ ხანს არც აქ გაჩერებულა და მას შემდეგ რაც 20 წლის გახდა, გადაწყვიტა უნივერსიტეტი მიეტოვებინა და თავის ოცნებას გაჰყოლოდა - ოცნებას, რომ გამხდარიყო მუსიკოსი. The College Dropout კენი ვესტის სადებიუტო ალბომი იყო, რომელმაც გრემის ჯილდი მიიღო.

კენი ვესტი

ოპრა უინფრიმ თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებამდე მიიღო და მერლენდში რეპორტიორად მუსაობის შემოთავაზებას დასთანხმდა. შესაბამისად, მას უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს.

ოპრა უინფრი

 

ტედ ტერნერი, რომელის ქონება ამ დროისთვის 2,2 მილიარდ დოლარს ითვლის უნივერსიტეტიდან თავისი ნებით არ წამოსულა, ის მას შემდეგ გამოაგდეს, რაც საერთო საცხოვრებლის მის ოთახში ქალი აღმოაჩინეს. საბედნიეროდ მან მამის სარეკლამო კომპანიაში დაიწყო მუშაობა და წარმატებისკენ პერმანენტული სვლა დიპლომის გარეშე დაიწყო.

ტედ ტერნერი

გასულ საუკუნეში უნივერსიტეტის დამთავრება იშვიათობას წარმოადგენდა, თუმცა მაინც საინტერესო ფაქტია, რომ ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა ჯონ როკფელერმა წარმატებას ყოველგვარი უმაღლესი განათლების გარეშე მიაღწია.

ჯონ როკფელერი

უმაღლესი განათლება არ მიუღია არც ჰენრი ფორდს, რომელმაც თავისი მაქნანით წარმოებისა და ტრანსპორტის სფეროში რევოლუცია მოახდინა. მან ოჯახური ფერმა 16 წლის ასაკშია მიატოვა და საცხოვრებლად დეტროიტში გადავიდა და მანქანების მაღაზიას პრაქტიკის მიღებისთვის მიებარა. თავისი პირველი მანქანა ჰენრი ფორდმა 1896 წელს შექმნა.

ჰენრი ფორდი

უკვე არსებული მაგალითებიდან გამომდინარე შეიძლება არც გაგიკვირდეთ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ თქვენს საყვარელ ჰოლივუდის მსახიობებს შარლიზ ტერონს, ჯონი დეპსა და ჯიმ ქერისაც არ დაუმთავრებიათ უნივერსიტეტი. აქვე გეტყვით, რომ ეს ცნობილი და წარმატებული ადამიანების სრული ჩამონათვალი არ არის, ვინც კარიერის მწვერვალებს უმაღლესი განათლების დიპლომის გარეშე მიაღწიეს. მაგრამ თუკი ოდესმე საქართველოს მთავარ პროკურორობას მოინდომებთ, ამისთვის დიპლომი აუცილებლად დაგჭირდებათ.

1
2
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top