ჟან-კლოდ იუნკერი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში ოპერაცია შეწყვიტოს

ეს პერსონა

ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში თავისი სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„მოვუწოდებ თურქეთს, ასევე სხვა მონაწილეებს, იმოქმედონ თავშეკავებულად და შეწყვიტონ ოპერაცია, რომელიც, ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობთ, უკვე მიმდინარეობს. შეჭრა გააძლიერებს სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვას, რომლის სიტყვით აღწერაც შეუძლებელია“ - განაცხადა იუნკერმა.

მისი თქმით, თუკი თურქეთის გეგმა ითვალისწინებს ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნას, „ასეთ შემთხვევაში, ნუ დაელოდებით, რომ ევროპის კავშირი ამისთვის გადაიხდის“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით მდგრადი გადაწყვეტილების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ნამდვილი პოლიტიკური გადასვლის გზით.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top