მოსკოვში აცხადებენ, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ავიარეისების განახლების საკითხი განიხილებოდა

ეს პერსონა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინი რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ნიუ-იორკში გამართულ დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვის შეხვედრზე  ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის განახლების საკითხი განიხილებოდა. 

„ეს საკითხი განიხილებოდა. მე შემიძლია, მხოლოდ დავეყრდნო განცხადებებს, რომლებიც თავად მინისტრმა და პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთეს. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორია მდგომარეობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ჩვენთვის ძვირფასია ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისა და მათი ნორმალიზებისკენ ნებისმიერ ნაბიჯს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუმცა ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მხოლოდ ყველა გარემოების გათვალისწინებით“, – განაცხადა ვერშინინმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top