დუშეთში კლდიდან ტრაქტორი გადავარდა - მძღოლის ამოყვანის სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

ეს პერსონა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დუშეთის რაიონში, ბარისახოს თემში კლდიდან ტრაქტორი გადავარდა და მძღოლს ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. უწყების ცნობით, რთული რელიეფის და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩართო. მაშველებმა დაშავებული მოქალაქე თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

0
0
1
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top