"ჩვენთვის კონფლიქტი არ არსებობს და არც ოკუპაცია არსებობს" - ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა

ეს პერსონა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდზე რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკება დატოვა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა. დარსალიას თქმით, აღნიშნული დევნილების დაბრუნების საკითხზე  საუბარის დაწყების შემდეგ მოხდა.  

„კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. წინასწარ დიდი მოლოდინი არც ყოფილა. ფუნდამენტურ საკითხებზე გარღვევა არ მომხდარა. ყველას ინტერესშია ვითარების დეესკალაცია და განმუხტვა. იყო რამდენიმე იდეა თანათავჯდომარებიის მხრიდან. ჩვენ ამას განვიხილავთ და შემდეგ რაუნდზე ამ თემას დავუბრუნდებით. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ თანდათანობით მოხდეს დეესკალაცია ადგილზე“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.  

რუსეთის წარმომადგენელი ანდრეი რუდენკოს აცხადებს, რომ რუსეთისთვის კონფლიქტი მას შემდეგ აღარ არსებობს, რაც ქვეყანამ  აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

„თქვენ კარგად იცით რუსეთის ფედერაციის პოზიცია. რუსეთისთვის კონფლიქტი არ არსებობს. კონფლიქტი დაიხურა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ რეგიონში უსაფრთხოების თემაზე ვსაუბრობთ იმისათვის, რომ მსგავსი კონფლიქტები არ განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენთვის კონფლიქტი არ არსებობს და არც ოკუპაცია არსებობს. ჩვენ ამას ვუწოდებთ 2008 წელს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას , რომლებმაც რუსეთთან ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმდნენ“, - განაცხადა რუდენკომ. 

მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 2019 წლის დეკემბერში გაიმართება. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top