ზანდუკელის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის სავარაუდო მიზეზი გაზის წყლის გამაცხელებლის აალება სახელდება

ეს პერსონა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის დაშენებაზე გაზის წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად გაჩნდა.

ადგილზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top