ქობულეთში ავარიას 15 წლის გოგო ემსხვერპლა

ეს პერსონა

ქობულეთში, ორი ავტომობილის შეჯახებისას 15 წლის გოგო დაიღუპა, დაშავებულია 2 წლის ბავშვი და მისი მამა. დაშავებულები, ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი. ამ დროისთვის დაშავებული მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მსუბუქად დაშავად მეორე ავტომობილის მძღოლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top