გელა ჩარკვიანმა წინგის პრეზენტაცია გამართა

ეს პერსონა

გელა ჩარკვიანმა დოკუმენტურ პროზაში წარმატებას უკვე მიაღწია, დღეს კი, პირველი მხატვრული რომანის პრეზენტაცია გამართა. რომანი სახელწოდებით "მერმისის ჭაღარა მთვარეები" 1987-95 წლების საქართველოს ისტორიული ქრონიკები გააცოცხლა.

ნაწარმოებში, ერთი მხრივ, საბჭოთა სისტემის კოლაფსი, მეორე მხრივ, ახალი დამოუკიდებელი საქართველოს დაბადებაა განხილული.

პრეზენტაცია ვაკის მედიათეკაში შედგა. ნაწარმოებში მთვარე სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რომლის გაფიფრვაც მხოლოდ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ იქნება მკითხველისთვის შესაძლებელი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top