ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპის იმპიჩმენტი გარდაუვალია

ეს პერსონა

პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატების პარტიიდან, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში ტრამპის იმპიჩმენტი გარდაუვალია.

იგი, დიდი ხნის განმავლობაში, თავს არიდებდა მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. თუმცა, ბაიდენმა პირველად განაცხადა, რომ ტრამპმა უნდა მიიღოს შესაბამისი სასჯელი უფლებამოსილების ბოროტად გამოგენების გამო და მის ნაბიჯებს "არაამერიკული" საქციელი უწოდა. დემოკრატი თვლის, რომ ტრამპი ამერიკის კონსტიტუციას ძირს უთხრის, როცა სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვს 2020 წლის არჩევნებში ჩარევას.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის იმპიჩმენტზე საუბარი მაშინ დაიწყო, როცა გაიშიფრა 25 ივლისის სატელეფონო საუბარი ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვალიდიმირ ზელენსკის შორის.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top