რუსეთში 72 წლის პენსიონერს 12 წელი სახელმწიფოს ღალატისთვის მიესაჯა

ეს პერსონა

მორგუნოვი როსტოვის მხარის მცხოვრებია, მისი სოფელი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარეობს. ბრალდებული 2018 წელს დააკავეს. ჩხრეკისას ათი ტელეფონის ყუთი, მრავალი სიმ ბარათი და ორი რუსეთისა და უკრაინის პასპორტი ამოიღეს.  ბრალდებულმა თავი დამნაშავედ აღიარა.  

როგორც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აღნიშნა, მორგუნოვი უკრაინის ტერიტორიაზე ინფორმაციას უცხოელ სპეცსამსახურებს გადასცემდა.

რომელი ქვეყნის დასმენაში ედება ბრალი  არ დაზუსტებულა. რუსეთის კანონმდებლობით სახელმწიფოს ღალატი 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

წყარო: BBC
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top