ზალკალიანი: მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, გამომდინარე იქიდან, რომ დავით გარეჯის თემა არის უაღრესად მგრძნობიარე, განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ 

ეს პერსონა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ისაუბრა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა ბაქოში გაიმართა და არის მზაობა, რომ შემდგომ უკვე აზერბაიჯანელი კოლეგები საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ გაგრძელდეს მუშაობა. ზალკალიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დავით გარეჯის საკითხს განსაკუთრებული სიფრთხლით მოეკიდონ. 

„როგორც შეხვედრაზე პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ საერთო ისტორია, გეოგრაფია, ეს არის სწორედ ის მიმართულებები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა გვყოფს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ორ ქვეყანას შორის, ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის სწორედ ჩვენი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გადაწყვეტილი. მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას და ამ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რითაც დავბრუნდით აზერბაიჯანიდან.

„ჩვენ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ, რადგან პრობლემა არის ძალიან მგრძნობიარე. ჩვენ საბჭოთა პერიოდიდან გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა, რომლის გადაწყვეტაც ასე სწრაფად ვერ მოხდება, ამიტომ მთავარია, ჩვენ ის არსებული დაბრკოლებები, რაც ამ პერიოდში წარმოიშვა, დაუყოვნებლივ მოვხსნათ. პარალელურად გაგრძელდება მუშაობა სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტების შეხვედრა, ისინი იმყოფებოდნენ ადგილზე, შეისწავლეს მდგომარეობა, მოხდა რუქების დადარება.

მინდა, საზოგადოებას ვთხოვო და მოვუწოდო ყველას, გამომდინარე იქიდან, რომ თემა არის უაღრესად მგრძნობიარე, სენსიტიური, ყველა სიტყვას, გამონათქვამს, მოქმედებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.  განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ამას, რადგანაც გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებთან, ასევე მეორე მხარეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთობლივად, როგორც ქართული მხარე, ისე აზერბაიჯანული, მივაღწევთ, რომ საკითხი მოგვარდეს ორი მხარისთვის მისაღებ ფორმებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top