"არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად სუფთა" - ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დასრულდა

ეს პერსონა

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა დასრულდა. როგორც საქმის ადვოკატმა, განაცხადა, სხდომაზე  ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. 

"დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარის და ბრალდების მხარის მიერ მოხდა მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც ისინი აპირებენ სასამართლოში პოზიციების დამყარებას. დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა ერთი მტკიცებულების ამორიცხვა, რომელიც არის ე.წ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი გაურკვეველი ანგარიში, რომელიც არ აკმაყოფილებს არანაირ მოთხოვნებს საპროცესო კოდექსის. ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა, დაცვის მხარის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ამ საქმის მთავარი მოწმეები გამოკითხულ იქნა საზღვარგარეთ, ისინი იქ ცხოვრობენ, შესაბამისად საპროცესო კოდექსის დაცვით. ბრალდების მხარემ მოითხოვა ამ მტკიცებულებების ამორიცხვა. თუკი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდება (მე არც ვუშვებ რომ ამას სასამართლო დააკმაყოფილებს) მაშინ დაცვის მხარეს უფლება საერთოდ შეეზღუდება. ეს არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს სასესხო ურთიერთობებს, ადასტურებს რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა ბრალდების მხარე შეეცდება ამ მტკიცებულებების ამორიცხვას", - განაცხადა ადვოკატმა

სხდომის დასრულების შემდგომ, მამუკა  ხაზარაძემაც გააკეთა კომენტარი და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს"

"მინდა განვაცხადო, რომ არასდროს ამ თემაზე მეტს არ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ ამაზე იურისტებმა უნდა ისაუბრონ. არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად სუფთა არამარტო ამ საქმეში არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში რაც ჩვენ ბიზნეს ვაკეთებთ. ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან" , - განაცხადა ხაზარაძემ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top