თურქეთის "მშვიდობის გაზაფხული" - ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია გრძელდება

ეს პერსონა

თურქეთის სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის გაზაფხული" ჩრდილოეთ სირიაში გრძელდება. ოპერაცია გუშინ დაიწყო და იერიში თავდაპირველად არტილერიამ და საჰაერო ძალებმა მიიტანეს. ახლა უკვე მასში ჩაერთო თურქეთის სამხედრო სახმელეთო ძალები და რამდენიმე სტრატეგიული ობიექტიც დაიკავეს. 

თურქულმა ბომბდამშენებმა დაბლოკეს ერაყისა და ქურთული დასახლებების დამაკავშირებელი გზები, რათა არ მომხდარიყო ქურთული დანაყოფების შეიარაღებით მომარაგება. ასევე, სახმელეთო ძალების შეჭრამდე 181 სამიზნე გაანადგურა თურქულმა ავიაციამ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთის დაღუპულია 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი. მძიმედ არის დაჭრილი 19 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია.

დღეს გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც თურქეთის სამხედრო ოპერაციას განიხილავენ. ასევე, განიხილება ქურთული ძალების მიმართვა გაეროსადმი - "გადაარჩინეთ ჩვენი ხალხი გენოციდს."

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში შეიჭრა. მისი თქმით, სამიზნეს ქურთისტანის მუშათა პარტიის/ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის და ე.წ. ისლამური სახელმწიფო წარმოადგენენ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top