"ათასი ოქრო იმას, ვინც თადუმაძეს პირდაპირ ეთერზე დაითანხმებს" - ინგა გრიგოლია

ეს პერსონა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ათას ოქროს აწესებს, ვინც მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს პირდაპირ ეთერზე დაითანხმებს. 

„ათასი ოქრო იმას, ვინც თადუმაძეს პირდაპირ ეთერზე დაითანხმებს“, - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ. განხილვის თემა გახდა მოქმედი მთავარი პროკურორის განათლების თემა. როგორც აღმოჩნდა, თადუმაძეს ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომში წერია, რომ სწავლა დაიწყო 1993 წელს, მაშინ როდესაც ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტი 1994 წელს დაარსდა. 

0
3
1
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top