მარნეულში ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ გაიმართა

ეს პერსონა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მარნეულში ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ გაიმართა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მარნეულია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიური კერა, აქ არის აღმოჩენილი ის უძველესი ექსპონატები, რომლებმაც მეცნიერებს ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემმ ხატია წილოსანმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top