ილია ჯიშკარიანისთვის აღმკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნას პროკურატურა არ აპირებს

ეს პერსონა

ილია ჯიშკარიანისთვის  აღმკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნას პროკურატურა არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატი, ბაია ბატარაია ავცელებს. მისი თქმით მსგავსი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და პროკურატურა ჟიშკარიან ხელს აფარებს. ორგანიზაცია "საფარი" ამ თემაზე პრესკომფერენციას ხვალ. 10:30-ზე გამართავს.  

შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს.

დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

საქალაქო სასამართლო, დეპუტატის საქმეზე ხვალ, 13:00 საათზე იმსჯელებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top