ინგა გრიგოლია მდინარაძეს: სამართლებრივი ლექციები შალვა თადუმაძეს წაუკითხეთ

ეს პერსონა

"სამართლებრივი ლექციები შალვა თადუმაძეს წაუკითხეთ, რომელსაც ლექციები ჩატარებია თუ არა ამ წამამდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას" - ასე უპასუხა ინგა გრიგოლიამ მამუკა მდინარაძის შეფასებას. მდინარაძემ ჟურნალიტს ტენდენციური “თი ბი სი" ბანკის დამფუძნებლების საქმეზე უწოდა.

"ძალიან ტენდენციურად გამოიყურებით, რატომ უარგუმენტოდ არ გეტყვით, ფაქტი: სისხლის სამართლის კოდექსში, არის უამრავი მუხლი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული და ეს დანაშაულს არ გამორიცხავს. მე არ ვსაუბრობ იმას, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ღმერთმა დამიფაროს, თუ განაჩენი არ დადგა გამამტყუნებელი ამას არასდროს არ ვიტყვი, მაგრამ მაგალითად ნარკოტიკების საქმე შეძენა-შენახვის, არც დაზარალებულია ხოლმე, არც მომჩივანი. ქრთამის მიცემის ან ქრთამის აღების საქმე, ხშირ შემთხვევაში აქაც არც დაზარალებულია და არც მომჩივანი. ასევეა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმე, 100-დან 100 %-ში არც დაზარალებულია და არც მომჩივანი. აქ დაზარალებულია სახელმწიფო და საჯარო ინტერესი" - თქვა მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნული განცხადება მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიერ უკანონო შემოსავლების მიღებისა და ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top