კახა კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება 15 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი - ვიდეო

ეს პერსონა

"ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის, რამიშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დამთავრდება" – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა Facebook-ის პირდაპირი ეთერით გააჟღერა.

კახა კალაძის თქმით, გამზირზე ამ ეტაპზე საკანალიზაციო ჭების მოწყობა მიმდინარეობს. წყლის სისტემა სრულად შეიცვალა, პარალელურად ელექტროგადამცემი ხაზებისთვის სპეციალური არხები მოეწყო.

"უნივერსიტეტის პირელი კორპუსიდან მოვყვებით და ტროტუარების მოწყობა ხდება ახალი ფილებით. ამას პარალელურად დაემატება ველობილიკის გაკეთება. ასევე, გამწვანება მუშაობს და პარკებს გაალამაზებს თავისი მიმართულებით, რაც მათ აქვთ ვალდებულება. "პიქსელთან" არსებული გვირაბის შეფუთვითი სამუშაოები მიმდინარეობს და ხვალ, ზეგ მთლიანად დამთავრებული იქნება და დაიწყება მიწის შევსება.
ღამის საათებში გვიწევს მუშაობა და ვიცით, რომ დისკომფორტს წარმოადგენს, მაგრამ ცოტაც უნდა მოვითმინოთ, და ძალიან მალე დასრულდება ეს ხმაური. მართლა, ძალიან მაგარი გამოვა, როდესაც დასრულდება ჭავჭავაძის გამზირი"- ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, პირველად ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელდება საპილოტე პროექტი, რაც გულისხმობს საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხებისთვის სპეციალური ურნების დადგმას.

იხილეთ ვიდეო:

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top