დონალდ ტრამპი: ჩინეთს ჩვენთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება უნდა, მაგრამ დავთანხმდე?

ეს პერსონა

"ჩინეთთან მოლაპარაკებების დიდი დღეა. მათ ჩვენთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება უნდათ, მაგრამ დავთანხმდე? მე, ხვალ, თეთრ სახლში, ვიცე-პრემიერს შევხვდები" - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებია ექსპერტები და საერთაშორისო გამომცემლები ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ეფექტებზე საუბრობს. გავრცელებული შეფასებებით, არსებული ვითარება ორივე ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. პირველი სექტემბრიდან ამოქმედებულმა ტარიფებმა სამომხმარებლო ტექნიკის სექტორი მოიცვა. ხოლო, წლის ბოლოსთვის ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა პროდუქტზე ტარიფები ამოქმედდება. დაიბეგრება ყველა ის ამერიკული კომპანია, რომელსაც პროდუქტი ჩიენთიდან შემოაქვს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top