ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა კლინიკაში გაიმართება

ეს პერსონა

ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს,11 ოქტომბერს, "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში გაიმართება.  სხდომა 12:30 საათზე ჩაინიშნა.

ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა, თუმცა არსებული ინფორმაციით, საუბარია გირაოზე.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top