ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

ეს პერსონა

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა. ღარიბაშვილი  ამერიკელ გენერლებთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში დაგეგმილ „ამოცანის რეპეტიციის წვრთნის“ საჩვენებელ დღეს დაესწრო. ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სწავლების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო შენაერთის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნების დეტალები გააცნეს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ემზადებიან.


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top